“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
ირაკლი კობახიძემ მემორიალი გვირგვინით შეამკო.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყველას ვალია, რომ მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ გმირების მონაპოვარს.
„დღეს პატივი მივაგეთ 9 აპრილს დაღუპულ გმირებს და მათ ხსოვნას. პირველ რიგში, ეს არის ტრაგიკული დღე, რომელიც ყველას ძალიან მძიმედ გვახსოვს. გარდა ამისა, ეს დღე ჩვენ შეგვახსენებს, რამდენად ძვირფასია თავისუფლება და შეგვახსენებს იმას, რომ თავისუფლებას სჭირდება ყოველდღიური მოფრთხილება, თავისუფლებას სჭირდება ყოველდღიური ზრუნვა. ჩვენი ვალია სწორედ ამ გმირების წინაშე, მათი ხსოვნის წინაშე, რომ მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ მათ მონაპოვარს. ეს არის ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი შესრულდა
