უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა აცხადებს, რომ დასავლეთის უარი უკრაინის ცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით რუსეთს ახალისებს.
ზელენსკა ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთის ადრესატი არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მთელი მსოფლიოა.
“უკრაინის პირველი ლედი: ჩვენ უკრაინის თავზე ცის დახურვა ვითხოვეთ, მაგრამ ნატო თვლის, რომ ეს პირდაპირი კონფლიქტი იქნება რუსეთთან. ამის მერე შემიძლია თუ არა ვთქვა, რომ შემდგომ სიკვდილებში მხოლოდ რუსეთია დამნაშავე? რიტორიკული კითხვაა.
იმედი მაქვს, ახლა მხოლოდ ჩვენ არ ვხვდებით რა მოაქვს რუსეთს და მისი ადრესატი მხოლოდ ჩვენ არ ვართ, გაიგეთ! ეს მისი გზავნილია მსოფლიოსთვის! ასე დაემართება ყველა ქვეყანას, რომელიც მას არ მოსწონს.
უარი პირდაპირ პასუხზე აგრესორს შეტევაზე ახალისებს, რადგან იცის, რომ დასავლეთი ცას არ ჩაკეტავს და ეს სტიმულს აძლევს წინ იაროს და სიმხეცეები ჩაიდინოს,” – აღნიშნავს ოლენა ზელენსკა.
