საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების კვალდაკვალ რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინს უკვე არაერთხელ ესაუბრა.
როგორც მაკრონი აღნიშნავს, პუტინთან საუბარი სასიამოვნო არ არის, თუმცა სხვა გზა არ აქვთ.
მან ასევე აღნიშნა, რომ კრემლის ლიდერთან საუბრებს ვოლოდიმირ ზელენსკისთან ათანხმებს.
„მაღონებს მასთან საუბარი, არ არის სასიამოვნო, მაგრამ რა ვქნათ? ცეცხლის შეწყვეტა უნდა მოვამზადოთ…
ყოველთვის, როდესაც ამას ვაკეთებ, პრეზიდენტ ზელენსკის ვეკითხები. ყოველ ჯერზე უკრაინის პრეზიდენტი მეუბნებოდა: „ჩემთვის მნიშვნელოვანია პუტინთან საუბარი. გააკეთე ეს იმიტომ, რომ მე არ შემიძლია მასთან საუბარი“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
