უკრაინის თითქმის ყველა რეგიონში საჰაერო თავდასხმის შესახებ გამაფრთხილებელი განგაში გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის დამოუკიდებელი მედია Nexta ,,ტვიტერზე“ ავრცელებს.
,,უკრაინის თითქმის ყველა რეგიონში, ოკუპირებული ხერსონის რეგიონისა და ყირიმის გარდა, საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა“ , – წერია ინფორმაციაში.
