„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუს ახალაშობილი ბიჭი დაეღუპა. სამწუხარო ფაქტის შესახებ ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა facebook-ის პირად გვერდზე გაავრცელა. როგორც ფეხბურთელი წერს, გარდაცვლილი ბიჭი ტყუპისცალია, გოგონა კი გადარჩა.
„ღრმა მწუხარებით უნდა გამოვაცხადოთ, რომ ჩვენი პატარა ბიჭი გარდაიცვალა. ეს არის ყველაზე დიდი ტკივილი, რომელიც ნებისმიერ მშობელს შეუძლია განიცადოს. მხოლოდ ჩვენი გოგონას დაბადება გვაძლევს ძალას ვიცხოვროთ ამ მომენტში გარკვეული იმედითა და ბედნიერებით. გვსურს მადლობა გადავუხადოთ ექიმებსა და ექთნებს პროფესიონალური ზრუნვისა და მხარდაჭერისთვის. ჩვენ ყველანი განადგურებულები ვართ ამ დანაკარგით. ჩვენი პატარა ბიჭი, შენ ხარ ჩვენი ანგელოზი. ჩვენ ყოველთვის გვეყვარები“, – წერს კრიშტიანუ რონალდუს განცხადებაში.

