LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს აქვეყნებს – ვინ გახდა მთავარი სამიზნე

რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინაში შეჭრის გამო, აშშ სანქციების უახლეს პაკეტს აქვეყნებს. ამჯერად სანქციების სამიზნე მთავარი კომერციული ბანკი და 40-ზე მეტი ფიზიკური პირი და სუბიექტი გახდა, რომელსაც რუსი ოლიგარქი, კონსტანტინე მალოფეევი ხელმძღვანელობს.

აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთზე დაწესებული სანქციების სამიზნე იქნება ,,კომპანიები, რომლებიც რუსეთის ვირტუალურ ვალუტის ,,მაინინგ” ინდუსტრიაში მუშაობენ და გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიოში სიდიდით მესამეა”.

გარდა ამისა, როგორც CNN-ი იუწყება, სახელმწიფო დეპარტამენტი 635 რუსეთის მოქალაქეზე სავიზო შეზღუდვებს აწესებს.