LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის კულტურული დედაქალაქის ფინეთში გადავა, ოღონდ ჯერ არა

ფინური ქალაქი ოულუ ევროპის კულტურული დედაქალაქის სტატუსს მიიღებს. თუმცა, საპატიო ტიტული მას მხოლოდ 2026 წლისთვის გადაეცემა. ოულუსთან ერთად ევროპის კულტურული დედაქალაქის წოდებისთვის ფინეთის კიდევ ორი ქალაქი ტამპერა და სავონლინა იბრძოდნენ.

რაც შეეხება 2026 წელს, კიდევ ერთ კულტურულ დედაქალაქს სლოვაკეთის ქალაქებიდანაც შეარჩევენ.

ფინურ ქალაქებს კი ეს ტიტული წარსულშიც ჰქონიათ, მაგალითად 2000 წელს ევროპის კუტურული დედაქალაქი ჰელსინკი, ხოლო 2011 წელს თურქუ იყო.

ევროპის კულტურულ დედაქალაქებს 1985 წლიდან ირჩევენ.
დასახლებებმა, რომლებიც წილისყრაში მონაწილეობას იღებენ, უნდა მოამზადონ განსაკუთრებული პროგრამა, რომელიც მთელ ქალაქს გააერთიანებს. პროექტის მიზანი სხვადასხვა კულტურების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაა.