ორი რუსი ოლიგარქი საკუთარ ოჯახთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
საუბარია ნავთობისა და გაზის სექტორში მაღალი თანამდებობის პირებზე, სერგეი პროტოსენიასა და ვლადისლავ ავაევზე.
ვლადისლავ ავაევი “გაზპრომბანკის” ყოფილი ვიცეპრეზიდენტია. ის მოსკოვში, თავის აპარტამენტში გარდაცვლილი იპოვეს. რუსმა სამართალდამცველებმა თქვეს, რომ ოლიგარქმა ჯერ მისი ცოლი და ქალიშვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
24 სააათიანი შუალედით, ესპანეთში იპოვეს კიდევ ერთი გარდაცვლილი ოლიგარქი მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად.
სერგეი პროტოსენია “ნოვატეკის” ყოფილი ვიცეპრეზიდენტი იყო. კომპანია, სადაც ის მუშაობდა სწორედ “გაზპრომბანკთან” არის დაკავშირებული. სამართალდამცველებმა ის ჩამომხრჩვალი იპოვეს.
მიმდინარეობს გამოძიება. ჯერჯერობით უცნობია, ჰქონდათ თუ არა კონტაქტი ბიზნესმენებს გარდაცვალებამდე.
