LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიმარჯვებთ ჩვენ, ქართველები და უკრაინელები, რომლებსაც გვჭირდება ძლიერი, ღირსეული ევროპა, რომლის ყიდვას, ან გატეხვას რუსეთი ვერ შეძლებს“ – ზურაბიშვილი მაკრონს გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ემანუელ მაკრონს არჩევნების მეორე ტურში წინასწარი მონაცემების მიხედვით გამარჯვება მიულოცა.

„გილოცავთ ბატონო მაკრონ, თქვენთან ერთად მოიგო საფრანგეთმა! იმარჯვებს ევროპა და ვიმარჯვებთ ჩვენ, ჩვენ ქართველები და უკრაინელები, რომლებსაც გვჭირდება ძლიერი, ღირსეული ევროპა, რომლის ყიდვას, ან გატეხვას რუსეთი ვერ შეძლებს და ვალდებული იქნება პატივი სცეს!“ – წერს ზურაბიშვილი.