LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 ადამიანის გარდაცვალებით დასრულებულ ავარიას, რომელშიც მარტვილის პოლიციის უფროსის მოადგილის მანქანა ფიგურირებს, პროკურატურა გამოიძიებს

მარტვილში, სოფელ ხუმწში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს მარტვილის პოლიციის უფროსის მოადგილის მართვის ქვეშ მყოფი „მიცუბიში“ და „მერსედესი“ შეეჯახნენ. ფაქტს საქართველოს პროკურატურა გამოიძიებს.

„საქართველოს პროკურატურამ მარტვილის რაიონის სოფელ ხუმწში, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 24 აპრილს მარტვილის რაიონის სოფელ ხუმწში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მარტვილის რაიონული სამმართველოს უფროსის მოდგილის დ.გ.-ს მართვის ქვეშ მყოფი „მიცუბიშის“ მარკის ავტომანქანის და ვ.ჯ. -ს მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის შეჯახების შედეგად „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში მყოფი მგზავრი გარდაიცვალა. ასევე, ორივე ავტომანქანის მძღოლმა ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება”,- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.