LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ არ მოვისვენებთ, სანამ პუტინი არ დამარცხდება და უკრაინა არ გაიმარჯვებს: დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

“ჩვენ არ მოვისვენებთ, სანამ პუტინი არ დამარცხდება და უკრაინა არ გაიმარჯვებს”, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა “ტვიტერის” გვერდზე დაწერა.

„ჩვენ ახლა, უკრაინაში პუტინის უკანონო ომის მე-3 თვეში შევდივართ. რუსეთმა საშინელი სისასტიკე ჩაიდინა მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობასა და ბავშვებს ოდესაში თავს დაესხა, მარიუპოლი კი – ალყაშია. ჩვენ არ მოვისვენებთ, სანამ პუტინი არ დამარცხდება და უკრაინა არ გაიმარჯვებს“, – წერს ტრასი.