LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის პარლამენტი კენჭს უყრის კანონპროექტს ლენდ-ლიზის შესახებ: არესტოვიჩი

აშშ-ის პარლამენტი მომავალ კვირაში უყრის კენჭს კანონპროექტს ლენდ-ლიზის შესახებ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსი არესტოვიჩმა განაცხადა.

„ეს პრინციპულად შეცლის საერთოდ თამაშის ყველა წესს ამ კონფლიქტში, ჩვენს სასარგებლოდ“, – თქვა არესტოვიჩმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკვე „შთამბეჭდავად გამოიყურება“ შეიარაღების სპექტრი, რომელსაც აშშ უკრაინას, ჯერჯერობით ლენდ-ლიზის გარეშე, აწვდის.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.