LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინული მხარის ინფორმაციით, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დღეს ვერ მოხერხდა

მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დღეს ვერ მოხერხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ავრცელებს.

უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშუკმა განაცხადა, რომ მისი მხარე ხვალ უსაფრთხო გასასვლელის შექმნას კვლავ შეეცდება. მან გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიო გუტერეშს, რომელიც მომავალ კვირას მოსკოვში მიემგზავრება, მოუწოდა, რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა მოსთხოვოს.

„ეს არის ის, რაზეც გუტერეშმა მოსკოვში უნდა ისაუბროს, თუ ის მშვიდობის შესახებ სასაუბროდ ემზადება“, – განაცხადა ვერეშუკმა.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.