ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის დახმარებას განაგრძობს, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ორი თვის გასვლას.
„2 თვე შემდეგ, რაც პუტინმა უკრაინაზე არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმა წამოიწყო, კიევი კვლავ დგას. პრეზიდენტი ზელენსკი და მისი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა ხელისუფლებაში რჩებიან. სამშობლოს დასაცავად ბრძოლაში, ჩვენ უკრაინელების მხარდაჭერას გავაგრძელებთ“, – წერს ბაიდენი.
