აღდგომის დღეს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე განგაშის სიგნალი ჩაირთო. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა.
“აი ეს არის რუსეთის გაგება აღდგომის სასწაულისა და მადლის …. აღდგომა დღეს უკრაინაში მთელ ტერიტორიაზე გაისმა განგაშის ზარი”, – წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქში.
შეგახსენებთ, უცხოური მედიის ცნობით, უკრაინის მთელს ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის მაფრთხილებელი განგაში გამოცხადდა.
