რუსეთის ჯარებმა ხერსონის მიმართულებით პერსონალისა და აღჭურვილობის მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ მარჩენკოს ინფორმაციით, წუხელ მტერმა ოდესის საცხოვრებელ უბნებზე სარაკეტო დარტყმა სცადა, მაგრამ უკრაინის საჰაერო თავდაცვის დანაყოფების წყალობით, ორი რაკეტა ჩამოაგდეს.
„ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ხერსონის მიმართულებით გარკვეული მიღწევები აქვს. მტერი პერსონალსა და აღჭურვილობაში მნიშვნელოვან დანაკარგს განიცდის“, – განაცხადა მაქსიმ მარჩენკომ.
