რუსი მომღერალი და პუტინის აქტიური მხარდამჭერი იულია ჩიჩერინა სოციალურ ქსელში უკრაინელი მომღერლის, სოფია როტარუს ღია კრიტიკით გამოდის. ჩიჩერინას თქმით, თუ ის ლუგანსკისა და დონეცკის აღიარების გამო, უკრაინაში სრულად დაბლოკილია, მაშინ სოფია როტარუს არ უნდა ჰქონდეს უფლება, გამოდიოდეს რუსულ კორპორაციულ საღამოებზე.
„აი სოფია როტარუ, მაგალითი ანტიგმირობის, ის უკრაინის სახალხო არტისტია, ყველა უკრაინელი გმირი ახლა თხრილში უნდა ეყაროს, ხომ სტკივათ საკუთარი ქვეყნის ბედი? როგორ, როტარუმ ჩვენს საახალწლო წვეულებაზე იბრდღვიალოს? გამოვათრიოთ სახლიდან და ჩავაგდოთ თხრილში?“ – წერს ჩიჩერინა სოციალურ ქსელში.
