როგორ არ უნდა დაიჯერო სიკეთის ასეთი ისტორიის მოსმენის შემდეგ – ასე ასათაურებს უკრაინული მედია ომში მყოფ ქვეყანაში მომხდარ ამბავს, რომელიც რუსული აგრესიის ფონზე უკრაინელების თანადგომის კიდევ ერთი მაგალითია.
„თავშესაფრიდან გამოვედი და მაღაზიასთან დავინახე მანქანა, რომელშიც გასაღები იყო დატოვებული. ორი საათის განმავლობაში ველოდე პატრონს, არავინ მოვიდა. ოჯახი ჩავსვი მანქანაში და ვინიცაში წავედით ნათესავებთან. მანქანაში ტელეფონის ნომერი ვიპოვე და დავრეკე, მფლობელი აღმოჩნდა:
– უკაცრავად, მე მოვიპარე თქვენი მანქანა. გადავარჩინე ოჯახი.
– მადლობა ღმერთს, არ ინერვიულოთ, 4 მანქანა მყავს. ჩემი ოჯახი ერთით გამოვიყვანე. დანარჩენებში ჩავასხი საწვავი და დატოვე სხვადასხვა ადგილას გასაღებით და ნომრით. ყველა მანქანიდან დამირეკეს. მშვიდობა იქნება – შევხვდებით. თავს მიხედეთ!”, – წერს უკრაინული მედია.
