კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა 9 მაისს რუსეთმა უკრაინას ომი გამოუცხადოს და მისივე თქმით, სპეკულაციაა ისიც, რომ შესაძლოა რუსეთში საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადონ.
„ეს არ არის სიმართლე, ეს ნონსენსია”, – აღნიშნა პესკოვმა ჟურნალისტებთან.
გასულ კვირას ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია LBC-ის ეთერში განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი, 9 მაისს, სავარაუდოდ, საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებას გეგმავს.
