LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიევის მახლობლად მდებარე ქალაქ ვასილკოვოს სანაპიროს ბორის ჯონსონის სახელი – “ბორის ჯონსონიუკი” დაარქვეს

უკრაინისქალაქ ვასილკოვში, რმდინარე სტუგნას სანაპიროს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის სახელი ეწოდა. ინფრმაციას UNIAN ქალაქის მერის, ნატალია ბალასინოვიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენი ახალი სანაპირო, რომელიც დღეს გაიხსნა, ახლა უკრაინის დიდი მეგობრის, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის სახელს ატარებს. როგორც ის საკუთარ თავს უწოდებს “ბორის ჯონსონუკი”. (კიევში ვიზიტის შემდეგ, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ინსტაგრამის გვერდზე მისი გვარი შეიცვალა და უკრაინულად – ჯონსონიუკი დაწერა).

ის იყო პირველი ევროპელი ლიდერი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის სრულმასშტაბიანი დახმარების აღმოჩენის შესახებ და მხარი დაუჭირა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის სწრაფვას, დაამარცხოს რუსი დამპყრობელი. მადლობა შენ, ბორის,“ – წერს ვასილკოვოს მერი.