LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საღამოს მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებას კონტაქტი აქვს “აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე მარიუპოლის დამცველებთან, რუსული ჯარები უკვე ქარხნის ტერიტორიაზე არიან: არახამია 

4 მაისს, საღამოს მდგომარეობით უკრაინის ხელისუფლებას კონტაქტი აქვს აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე მარიუპოლის დამცველებთან. რუსული ჯარები უკვე საწარმოს ტერიტორიაზე არიან.

ამის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა და ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა დავით არახამიამ რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ კომენტარში აღნიშნა, რომელიც აზოვის პოლკის მეთაურის სიტყვებს ეყრდნობა.

“მეორე დღეა ქარხნის შტურმის მცდელობები გრძელდება. რუსული ჯარები უკვე აზოვსტალის ტერიტორიაზე არიან”.