LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთ-ერთმა ელექტრიკოსმა მათ “აზოვსტალის” გვირაბების კოორდინარები მისცა, მაინც არაფერი გამოუვიდათ, ეს ოპერაცია ჩავარდა, რუსებს არანაირი შანსი არ გააჩნიათ იმის, რომ „აზოვსტალი“ აიღონ: უკრაინაში მებრძოლი ქართველი

„ეს ოპერაცია ჩავარდა, რუსებს არანაირი შანსი არ გააჩნიათ იმის, რომ „აზოვსტალი“ აიღონ, მათ საკუთარი თავი ყველაზე უარესი მხრიდან წარმოაჩინეს“, – ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა, გიორგი კაკულიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, რუსი სამხედროების მხრიდან „აზოვსტალის“ აღებისთვის შეტევა განხორციელდა, რადგან ერთ-ერთმა ელექტრიკოსმა მათ მიწისქვეშა გვირაბების კოორდინარები მისცა.

როგორც გიორგი კაკულია ამბობს, რუსებს მაინც არაფერი გამოუვიდათ. უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა ომის მიმდინარეობაზე ისაუბრა.

“15 წუთია დავბრუნდი წითელი ზონიდან, ისინი აქტიურად ბომბავდნენ ჩვენ ტერიტორიას, ჩვენ შორის არიან დაჭრილები, ერთი დაღუპულიცაა ჩვენი მხრიდან. დღეს ისინი ცდილობდნენ ახალი ტერიტორიისკენ გაწეულიყვნენ, მაგრამ ჩვენ შევაჩერეთ, კონტრშეტევაზე გადავედით.

ძალიან აქტიურად ვიბრძვით და ვიცავთ ჩვენს ტერიტორიებს, ამავე სულისკვეთებით გავაგრძელებთ, ამისთვის ყველაფერი გაგვაჩნია, დიდი რაოდენობით ტექნიკა შემოგვემატება, კბილებამდე ვართ შეიარაღებულნი.

ჩვენთვის არაფერს წარმოადგენს პუტინის მოწოდებები. რა თქმა უნდა რთულ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ ჩვენი მებრძოლები ძალიან ყოჩაღად არიან”, – განაცხადა გიორგი კაკულიამ.