თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ 9 მაისს ჯო ბაიდენი ხელს მოაწერს კანონს „ლენდ-ლიზის” შესახებ
„ორშაბათს პრეზიდენტი ხელს მოაწერს კანონს „ლენდ-ლიზის” შესახებ უკრაინაში დემოკრატიისთვის“, – განაცხადა ფსაკიმ.
ამასთან, მან დაადასტურა, რომ ბაიდენი მონაწილეობას მიიღებს „დიდი შვიდეულის“ ვიდეო კონფერენციაში, რომელსაც, ასევე, ვიდეოკავშირის მეშვეობით შეუერთდება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
