უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში ხუთი დასახლება გაათავისუფლეს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
„უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების შეტევის შედეგების საფუძველზე, კონტროლი აღდგა ალექსანდროვკას, ფედოროვკას, უკრაინკას, შესტაკოვოს, პობედას დასახლებებზე და სოფელ ჩერკასკი ტიშკის ნაწილზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გენშტაბის ინფორმაციით, მტერი ბლოკავს ხარკოვის რეგიონის ცალკეულ შორეულ დასახლებებს, ახორციელებს სისტემატური მაღალი ინტენსივობის დაბომბვას, მათ შორის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გამოყენებით, იმ ადგილებში, სადაც უკრაინის ჯარები არიან კონცენტრირებული.
