LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე: სააკაშვილის „ვირტუალური გათავისუფლება“, დაკავშირებულია პირდაპირ ომთან – თუ ვინმე მართლა ფიქრობს მის მდგომარეობაზე, უნდა ურჩიოს, ექიმებს დაუჯეროს

„მე რა ინფორმაციაც მაქვს და შეიძლება რაღაც დეტალებს არ ვიცნობდე, მაგრამ მთელი პასუხისმგებლობით, ამ ინფორმაციიდან გამომდინარე, მან უბრალოდ უნდა დაუჯეროს ექიმებს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღეს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა პრეზიდენტმა უნდა დაუჯეროს იმ ექიმებს, რომლებიც არიან პროფესიონალები, შესაბამის დაწესებულებაში და პენიტენციურ სამსახურში მუშაობენ და თუ ეს ამას გააკეთებს, ეს ე.წ. პრობლემა, რეალურიც რომ იყოს, გადაწყდება ძალიან მარტივად.

მდინარაძის თქმით, ის „პიარ კამპანია“, რომელსაც სააკაშვილის მხარდამჭერები და თანაგუნდელები ახორციელებენ, ახლა კიდევ უფრო მეტადაა გამძაფრებული და პირდაპირ დაკავშირებულია საქართველოს ომში ჩათრევასთან.

„ციხის ექიმები შეშფოთებულები არიან და ყველა ერთ აზრზეა“ – მიხეილ სააკაშვილის განცხადება მისი საავადმყოფოში გადაყვანაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ

„გახსოვთ ხომ, ეს ამბები, რომელიც ხმოვანდებოდა გარკვეული პერიოდის წინ..  დღეს, ეს „პიარ კამპანია“ კიდევ უფრო გამძაფრებულია მისი აქტუალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მისი გათავისუფლება, რა თქმა უნდა, ვირტუალური გათავისუფლება, ეს ასე ვერ და არ მოხდება, დაკავშირებულია პირდაპირ ომთან.

საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, დღეს ამ „პიარ კამპანიის“ ყველა გზა ომის დაწყებისკენ მიდის, საქართველოს ომში ჩათრევისკენ, ყველაფერი ამას ემსახურება.

თუ ვინმე მართლა ფიქრობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, უბრალოდ უნდა ურჩიოს რომ დაუჯეროს ექიმებს და მიიღოს ის, რისი მიღებაც შეუძლია.“– განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ბრეგაძე სააკაშვილზე: ტყუილია, რომ დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება… ჩვენ ვმოქმედებთ მიხეილ სააკაშვილის ინტერესებიდან გამომდინარე