LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი უკრაინაში მოკლული სამხედროს მამას: „მშვიდობის შანსი უბრალოდ არ მოგვეცა“ 

9 მაისის აღლუმის შემდეგ, პუტინი კრემლში უკრაინაში მოკლული რუსი სამხედროს, ვლადიმერ ჯოგას მამას, არტემ ჯოგას შეხვდა და მისი შვილი სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა.

რუსეთის პრეზიდენტი შვილმკვდარ მამას არწმუნებდა, რომ რუსეთს „სხვა შანსი არ დაუტოვეს.“

„თუ იარსებებდა ერთი შანსიც ამ პრობლემის (დონბასის), მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის, ჩვენ რა თქმა უნდა გამოვიყენებდით, მაგრამ ეს შანსი არ მოგვეცა, უბრალოდ არ მოგვეცა“, – განაცხადა პუტინმა.

ის მოკლული სამხედროს მამას არწმუნებდა, რომ „ბიჭები გმირულად იბრძვიან“ და რომ „ყველა გეგმა სრულდება და შედეგიც მიღწეული იქნება“.

ვლადიმერ ჯოგა ვოლნოვახაში მოკლეს.

პუტინის ახალი განკარგულება – უკრაინის ომში დაღუპული რუსი სამხედროების შვილები უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან

„რუსეთმა პროაქტიურად უპასუხა აგრესიას.. ჩვენი ჯარისკაცები საკუთარ მიწაზე იბრძვიან – ეს არის გამარჯვებულთა თაობა“ – რა თქვა პუტინმა წითელ მოედანზე