უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პარტნიორებს იარაღის მიწოდება სთხოვა, მარიუპოლის განბლოკისთვის.
„უკრაინელი დამცველები ჯერ კიდევ აგრძელებენ წინააღმდეგობას „აზოვსტალის“ ქარხანაში. ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლო დიპლომატიურ ინსტრუმენტს მათი გადასარჩენად, მაგრამ რუსეთი შემოთავაზებულ ვარიანტებს არ თანხმდება. ჩვენ ვთხოვეთ ჩვენს პარტნიორებს იარაღის მიწოდება მარიუპოლის განბლოკვისთვის, სამოქალაქო და სამხედრო პერსონალის გადასარჩენად“, – განუცხადა მალტელ დეპუტატებს ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერის თქმით, მისი ქვეყნის ქალაქებზე ომის დაწყებიდან 2250 სარაკეტო იერიში განხორციელდა.
„დაბომბვა არ წყდება არც დღისით და არც ღამით“, – დასძინა მან.
