LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში ომის დაწყებიდან 10-მდე რუსი გენერალი მოკლეს

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან სულ მცირე 8 რუსი გენერალი დაიღუპა. ამის შესახებ აშშ-ის სამხედრო სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა სკოტ ბერიერმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია ომის წარმოების თანამედროვე პირობებში.

“რუსეთმა სამ თვეზე ნაკლებ დროში უფრო მეტი გენერალი დაკარგა, ვიდრე აშშ-მა ავღანეთში 20-წლიანი კონფლიქტის პერიოდში, – აღნიშნა სკოტ ბერიერმა.