LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ძალიან რთული მოლაპარაკებები” მიმდინარეობს: ირინა ვერეშჩუკი

“ძალიან რთული მოლაპარაკებები” მიმდინარეობს”, – ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა მარიუპოლის ალყაში მოქცეული ,,აზოვსტალის” ფოლადის ქარხნიდან მძიმედ დაჭრილი მებრძოლების ევაკუაციის თაობაზე განაცხადა.

“გასაგებად რომ ვთქვათ: ამჟამად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ მხოლოდ 38 მძიმედ დაჭრილ (საწოლს მიჯაჭვულ) მებრძოლზე, ეტაპობრივად ვმუშაობთ. გავცვლით 38-ს, შემდეგ გავაგრძელებთ. ამჟამად, 500 ან 600 ადამიანის გაცვლაზე საუბარი არ არის, რასაც ზოგიერთი მედია საშუალება ავრცელებს”, – განაცხადა ვერეშუკმა.