LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეორე სიკვდილია ჩვენთვის, ცხედარსაც რომ არ გვაღირსებენ, რომ დავიტიროთ: “აზოვსტალში” დაღუპული მებრძოლის, ტატო ბიგვავას ბიძა

„აზოვსტალში“ ქართველი მებრძოლი, 27 წლის ტატო ბიგვავა დაიღუპა. ის სავარაუდოდ კასეტური ბომბის აფეთქებას ემსხვერპლა, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა, „აზოვსტალის“ თავშესაფრის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.

აზოვში დაღუპული 27 წლის ტატოს ბიგვავას ოჯახის წევრები ამბობენ, რომ დაღუპული მებრძოლის სამშობლოში ჩამოსვენების პროცესი საკმაოდ რთული იქნება.

“ორმაგად მტკივნეულია, რომ ცხედრის დატირების შესაძლებლობა გვაქვს და არც ის ვიცით, როდის შევძლებთ ცხედრის ნახვას.

ის აზოვსტალის ბატალიონში ასეულის მეთაური იყო, მოჰყვა დაბომბვაში, მასთან ერთად 18 კაცია დაღუპული. მეორე სიკვდილია ჩვენთვის, ცხედარსაც რომ არ გვაღირსებენ, რომ დავიტიროთ, არ ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში იქნება“, – ამბობს დაღუპული მებრძოლის ბიძა ტრისტან ბიგვავა.

„რომ მიდიოდა, საქართველოს დროშაც წაიღო, ამბობდა, მე საქართველოს და უკრაინას ერთდროულად ვიცავო“ – „აზოვსტალში“ სოხუმიდან დევნილი ქართველი მებრძოლი, 27 წლის ტატო ბიგვავა დაიღუპა.

 

წყარო: რადიო ათინათი