“ნუ შეგეშინდებათ, ჩამოდით უკრაინაში, მოისმინეთ ათასობით მსგავსი ამბავი ჩვენზე, უკრაინელებზე. შეხედეთ მათ მამაც თვალებში, ჩამოართვით ძლიერი ხელი”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელმაც დღეს ატლანტიკურ საბჭოს ვიდეოკონფერენციის ფორმატში სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა ჯილდოსთვის, რომლითაც უკრაინელი ხალხი დააჯილდოვეს.
მისი თქმით, უკრაინელებს კონკრეტული დახმარება და თანადგომაც სჭირდებათ.
“იარაღი, აღჭურვილობა, ფინანსური მხარდაჭერა, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და რაც მთავარია: განცდა, რომ ამ რთულ ბრძოლაში ისინი მარტო არ არიან, რომ მათ მხარს უჭერთ თქვენ, მთელი მსოფლიო – თავისუფალი სახელმწიფოები და ჩვენი პლანეტის თავისუფალი ერები“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
