“აზოვსტალის” ქარხანაში უკრაინელი მოკრივე, კიევის ჩემპიონი, არტიომ მოშა დაიღუპა. ამის შესახებ დედამისი სოციალურ ქსელში წერს და შვილთან ბოლო მიმოწერის ფოტოს აქვეყნებს.
“ჩემი შვილი მოშა არტემ სერგეევიჩი გარდაიცვალა “აზოვსტალში”. ის მარადიულ სავანეებშია. ის ღირსეულად დაიღუპა უკრაინის დასაცავად. მადლობა ყველას, ვინც ჩვენს გვერდით იდგა, ლოცულობდა, მარხულობდა და იბრძოდა. ეს ჩვენი ბოლო მიმოწერაა. შენ ძალიან კარგი შვილი იყავი. შევხვდებით სამოთხეში.
დედა, რომელსაც უყვარხარ და მოუთმენლად ელის შეხვედრას”, – წერს ირინა ეგორშჩენკო.

