უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გერმანულ კომპანიებს მოუწოდა, რუსეთი დატოვონ და თავიანთი ბიზნესი უკრაინაში გადაიტანონ.
„მაშინ, როდესაც რუსეთი უკრაინაში საშინელი სისასტიკის ჩადენას განაგრძობს, უცხოური კომპანიების შემოსავლები, რომლებიც ჯერ კიდევ ახორციელებენ თავიანთ ბიზნესს რუსეთში, უკრაინის სისხლით არის გაჟღენთილი. მოვუწოდებ გერმანიის ბიზნესს, დატოვონ რუსეთი და გადავიდნენ უკრაინაში. ეს იქნება ევროპაში მშვიდობისთვის შეტანილი გულწრფელი წვლილი“, – აღნიშნა დმიტრო კულებამ.
As Russia keeps committing heinous atrocities in Ukraine, revenues of foreign companies still doing business in Russia are stained with Ukrainian blood. I urge German businesses to pull out of Russia and relocate to Ukraine. This will be a sincere contribution to peace in Europe.
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) May 12, 2022
