LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლექსო თორაძის სამოქალაქო პანაშვიდი კონსერვატორიაში 18 მაისს გაიმართება – პიანისტს 19 მაისს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

პიანისტ ლექსო თორაძის სამოქალაქო პანაშვიდი 18 მაისს კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება. მოქალაქეებს პანაშვიდზე მისვლა მთელი დღის განმავლობაში შეეძლებათ. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.

ლექსო თორაძეს 19 მაისს 15:00 საათზე კონსერვატორიიდან გამოასვენებენ და დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.

პიანისტი ლექსო თორაძე 69 წლის ასაკში 11 მაისს გარდაიცვალა. მუსიკოსი 1983 წლიდან აშშ-ში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, სადაც საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ლექსო თორაძე თანამედროვეობის ერთ-ერთ ვირტუოზ პიანისტად არის აღიარებული.