მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია შვილის მონახულების შემდეგ, შთაბეჭდილებების შესახებ ჰყვება და აცხადებს, რომ მძიმე სურათი დახვდა.
„რამდენიმე დღეა გადაიყვანეს „ვივამედში“ და მომეცა საშუალება ორჯერ მენახა. პირველი დღეს ვიყავი კმაყოფილი, კლინიკაც მომეწონა. ცოტა ხნით მომეცა საშუალება მენახა. ამ ნახვით ცუდ გუნებაზე დავდექი. ციხეში რომ ვნახულობდი სხვა შთაბეჭდილებით გამოვდიოდი, იქ გვაშორებდა ერთმანეთს ფანჯარა, განათებაც სხვანაირია. აქ დამხვდა სრულიად სხვა სურათი. ადამიანი არის სრულიად გამქრალი, ცარიელი ძვალი და ტყავი დარჩენილი. ვერ ჭამს, ძალიან მძიმე სურათია. რამდენი ხანი გაუძლებს ამ მდგომარეობას არ ვიცი.
თვითონ გადაყვანაც, სხვებისგანაც მოვისმინე და მეც დამრჩა ეს შთაბეჭდილება, რომ მოჩვენებითი იყო ეს გადაყვანა, დასჭირდათ როგორც ჩანს რაღაცისთვის. ბრიუსელში უნდა იყოს შეხვედრა, მოსაჩვენებლად რომ ზრუნავენ და უნდათ შეუმსუბუქონ მდგომარეობა. მერე უპირებენ რომ ისევ უკან დააბრუნონ და საბოლოოდ მოკლან. მე დამრჩა ასეთი შთაბეჭდილება და ძალიან დათრგუნული წამოვედი იქიდან.
მეორე დღესაც მომეცა საშუალება მენახა, დღის ბოლო იყო. სხვათა შორის ჩამოსული იყო მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე, ის ძალიან დიდხანს ელოდა და ფიქრობდა, რომ მიეცემოდა შესაძლებლობა ენახა, მაგრამ არ მოხდა. არანაირი პასუხი რა გაუკეთდა, გაუკეთდა თუ არა ანალიზები და არა შედეგები მივიღეთ, ჩემთვის არავისთვის არ უთქვამს და არც ექიმმა არ იცის. ეს თვეები სულ ასე ხდება, ამ მხრივ ძალიან უცნაური მდგომარეობაა. ოჯახის წევრებს არ გვეუბნებიან, მაგრამ ექიმმა ხომ უნდა იცოდეს“- აცხადებს გიული ალასანია „TV პირველის“ ეთერში.
