ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში, ქალაქ სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკს შორის არსებული ხიდი გაანადგურეს. მისი თქმით, ეს „ძალიან გაართულებს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებასა და ევაკუაციას“.
რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, შაბათს, 21 მაისს ლუგანსკის რეგიონიდან 57 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
მანვე აღნიშნა, რომ სევეროდონეცკში, ლისიჩანსკში და ბელოგოროვკაში დაბომბვა ერთი საათიც არ წყდება, რადგან რუსები დღედაღამ არტილერიას იყენებენ.
