LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩრდილოეთ კორეამ არ უპასუხა აშშ-ს შეთავაზებას covid ვაქცინებზე, თუმცა მოსახლეობას ურჩევენ ყელში მარილიანი წყალი გამოივლონ და მცენარეული ჩაი მიირთვან

“ჩრდილოეთ კორეამ არ უპასუხა აშშ-ის შეთავაზებას Covid-ვაქცინების მიწოდების შესახებ”, –  განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენმა.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ-მ შესთავაზა ვაქცინები ჩრდილოეთ კორეას, ასევე ჩინეთსაც.

„ჩვენ შევთავაზეთ ვაქცინები, არა მხოლოდ ჩრდილოეთ კორეას, არამედ ჩინეთსაც, და ჩვენ მზად ვართ, ეს დაუყოვნებლივ გავაკეთოთ, თუმცა არანაირი პასუხი არ მიგვიღია“, – თქვა ბაიდენმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ჩრდილოეთ კორეაში, სახელმწიფო მედიის მეშვეობით, რეკომენდაციას უწევენ ისეთ სამკურნალო საშუალებებს, როგორებიცაა მცენარეული ჩაი, ყელში მარილიანი წყლის გამოვლება და ტკივილგამაყუჩებლების მიღება, მაგალითად, იბუპროფენის.