უკრაინაში სროლის დროს ბრიტანელი დეპუტატის შვილმა თანამემამულე მოხალისე გადაარჩინა. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი “i” იუწყება.
გამოცემის ცნობით, 30 წლის ბენ გრანტი ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში სროლის დროს ვიდეოზე დააფიქსირეს. ვიდეოში ერთ-ერთი მებრძოლი გამოდის ტყიდან და უმიზნებს მხარზე დამაგრებულ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტას Matador-ს APC-ს.
გამოცემა წერს, რომ კადრებში ისმის ხმა – “ფრთხილად, უკან დახევა” რაკეტის გაშვებამდე.
ბრიტანელი დეპუტატის შვილი, ბენ გრანტი უკრაინაში მოხალისედ მარტში, მას შემდეგ წავიდა, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში სახლის დაბომბვის კადრები ნახა, რომელშიც ბავშვის ყვირილის ხმა ისმოდა.
მისივე თქმით, ის უკრაინაში ისე წავიდა, რომ ამის შესახებ ბრიტანელი დეპუტატის, ჰელენ გრანტისთვის არაფერი უთქვამს.
