LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ არ გვინდა ალტერნატივა – ზელენსკი მაკრონს პასუხობს

უკრაინისთვის საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ შეთავაზებული ვარიანტი, “ევროპული პოლიტიკური საზოგადოება“ ქვეყნებისთვის, რომლებიც არ არიან ევროკავშირის ოფიციალური წევრები, მიუღებელია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა Nieuwsuur-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ეს არ გვჭირდება. ჩვენ მხოლოდ ამ ქვეყნების მხარდაჭერა გვჭირდება. ჩვენ არ გვინდა ალტერნატივა“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებენ, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მხარს უჭერს ახალი ტიპის ევროპული პოლიტიკური ალიანსის შექმნას, რომელიც ევროკავშირს მიღმა მყოფ სახელმწიფოებს, მათ შორის უკრაინასა და გაერთიანებულ სამეფოს, საშუალებას მისცემს შეუერთდნენ “ფუნდამენტურ ევროპულ ღირებულებებს”.