LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: ბოლომდე დავიცავთ ჩვენს მიწას – ოკუპანტებს შანსი არ აქვთ, ვიბრძოლებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვის ოლქში, ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცები მოინახულა.

„ამ ომში ოკუპანტები ცდილობენ რაღაც შედეგს მაინც მიაღწიონ, თუმცა დიდი ხნის წინ უნდა გაეგოთ, რომ ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს მიწას. მათ არ აქვთ შანსი. ჩვენ ვიბრძოლებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკი ხარკოვის რეგიონში სამუშაო ვიზიტის დროს უკრაინელი სამხედროების ფრონტის პოზიციებს ეწვია