თბილისში, ვარკეთილში მაღაზია გაქურდეს. წაღებულია თანხა, დაახლოებით 2 000 ლარი და ტანსაცმელი.
შემთხვევა ჯავახეთის ქუჩაზე დილის 7:00 საათზე მოხდა. სათვალთვალო კამერებში ჩანს 4 არასრულწლოვანი.
მომხდარზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო. ქურდობაში მონაწილე ყველა პირი უკვე იდენტიფიცირებულია.
