პარტია „საქართველოსათვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია დარწმუნებულია, რომ დღევანდელი ხელისუფლების სათავეში ბიძინა ივანიშვილია. როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, „თუ გვინდა, რომ ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებს რამენაირად მოვერიოთ, ობიექტურად უნდა შევაფასოთ, სად და რა მდგომარეობაში ვიმყოფებით“.
„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დღევანდელი, სრულად კონსოლიდირებული ხელისუფლების სათავეში, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილია და ვერ იქნება ვერც ფორმალურად მთავრობის ხელმძღვანელი ან პარტიის ხელმძღვანელი. აქ ჩვენ ერთმანეთი არ უნდა მოვატყუოთ. თუ გვინდა, რომ ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებს რამენაირად მოვერიოთ, ჯერ ობიექტურად შევაფასოთ, სად ვართ და რა მდგომარეობაში ვართ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
