LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 4 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

დიდი კოსმიური მასწავლებლის – პლანეტა სატურნის 23 ოქტომბრამდე რეტროგრადულობა ხელს შეუწყობს პროფესიული მიღწევების შეჯამებას, თუმცა არ ღირს გლობალური პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ ამ პერიოდში დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ახალ ბინაში გადასვლისა და ძველის ინტერიერის შესაცვლელად, სამსახურის მოძიებისა და საკუთარი საქმის დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, მოლაპარაკებების გამართვა და ფინანსური ხელშეკრულებების გაფორმება.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ ნერვიულობას, ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ხერხემალს და გულ-სისხლძარღვოვან სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ბეჟი და ნარინჯისფერი, ასევე ქარვა, სარდიონი, ბრილიანტი და მთის ბროლი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, ლომისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, მორიელს და თხის რქას.