LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მატარებელი რელსებიდან გადავიდა, არის მსხვერპლი – შემთხვევა გერმანიაში მოხდა

გერმანიაში, ბავარიის რეგიონში მატარებლის რელსებიდან გადავარდნის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა, 30 – დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მატარებლის სამი ვაგონი რელსებიდან გადავიდა, როდესაც სტუდენტები მიუნხენის მიმართულებით მიჰყავდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს მატარებელში 60 ადამიანი იმყოფებოდა, დაშავებულებიდან 15 მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მკურნალობს.

ადგილობრივი პოლიციის სპიკერის თქმით, ჯერჯერობით უცნობია თუ რამ გამოიწვია მატარებლის რელსებიდან გადასვლა.