რუსთავის ერთ-ერთ სკოლაში დირექტორის მოადგილეს საკუთარი სამუშაო კაბინეტიდან ფული მოჰპარეს. არსებული ინფორმაციით, სკოლაში 35 წლამდე მამაკაცმა შეაღწია და პედაგოგის ხელჩანთიდან 500 ლარამდე თანხა ამოიღო.
“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, როგორც კი მასწავლებელმა აღმოაჩინა რომ თანხა საფულეში არ იყო ადგილზე პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველებმა კამერების დათვალიერების შემდეგ მალევე დაადგინეს მამაკაცის ვინაობა.
რუსთავის პოლიციამ ბრალდებული მალევე დააკავა.
