რუსეთთან უკრაინის მომლაპარაკებელთა ჯგუფის ხელმძღვანელის, დავით არახამიას განცხადებით, უკრაინამ შესაძლოა, რუსეთთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდის ინიცირება განახორციელოს, როდესაც გაძლიერებული მოსალაპარაკებელი პოზიცია ექნება. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
„მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს, როდესაც ჩვენი მოსალაპარაკებელი პოზიციები გაძლიერდება. პირველ რიგში, ის შეიძლება გაძლიერდეს იმის ხარჯზე, რომ იარაღი, რომელსაც მუდმივად გვპირდებიან საერთაშორისო პარტნიორები, ბოლოს და ბოლოს, საკმარისი რაოდენობით ჩამოვა. ჩვენი შეიარაღებული ძალები უკვე მზად არიან მათ გამოსაყენებლად. მაშინ, ვფიქრობ, შევძლებთ, გაძლიერებული მოსალაპარაკებელი პოზიციებით განვახორციელოთ მოლაპარაკებათა რაუნდი“, – განაცხადა არახამიამ.
მისი თქმით, ახლა, მოლაპარაკებებში არსებული პაუზა საკმარისად დასაბუთებულია, ვინაიდან გრძელდება დიდი ბრძოლები აღმოსავლეთ უკრაინაში.
არახამიას ცნობით, ახლა უკრაინა განაგრძობს მრავალი სოფლის დეოკუპაციას, მაგრამ რუსების ახდენენ ახალი დასახლებული პუნქტების ოკუპაციასაც.
