LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბანგლადეშში საწყობში მომხდარი აფეთქების შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

ბანგლადეშის ქალაქ ჩიტაგონგის მახლობლად მდებარე საწყობში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა.

დაშავებულთაგან ზოგიერთ მათგანს სხეულის 60%-დან 90%-მდე დამწვარი აქვთ. დაშავებულთა შორის არიან საწყობში დასაქმებული მუშები, ისევე როგორც მეხანძრეები და პოლიციელები.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საწყობში ქიმიური ნივთიერებები ინახებოდა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდგარი შენობები შეარყია.