LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს.. დანებება გამოსავალი არ არის.. ბრძოლას დრო სჭირდება და მე ვიწყებ“ – გიორგი კეკელიძე მიმართვას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობას უხდის. სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში გიორგი კეკელიძე მოქალაქეებს ასევე, ბოდიშს უხდის, რომ მათ პირად გზავნილებს ვერ პასუხობს.

“ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამხელა სიყვარულისთვის და თანადგომისთვის.

დეპრესია და შფოთვები ვერაგია, მაგრამ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. დანებება გამოსავალი არ არის – უხეში წერტილია

სიცოცხლის, ამ უცნაური და ზოგჯერ დამაბნეველი წინადადების. ბრძოლას დრო სჭირდება და მე ვიწყებ. უსათუოდ დაგიბრუნდებით”,- წერს გიორგი კეკელიძე.