მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 16:00-დან 19:25 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
ეცადეთ შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა.
გაამახვილეთ ყურადღება მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაზე, არ ღირს მეორეხარისხოვან საქმეებზე დროის დახარჯვა.
პარტნიორული ურთიერთობა – კარგი დღეა სადავო საკითხების მოსაგვარებლად.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განსახორციელებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, გასაუბრების გავლა და გამოცდების ჩაბარება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა სტომატოლოგიური პროცედურების ჩასატარებლად და დიეტის დასაწყებად. გაამდიდრეთ კვების რაციონი უცხიმო თევზით და ხორცით, ხილით, ბოსტნეულით და ციტრუსით. თავი შეიკავეთ ალერგიული პროდუქტის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი, კრემისფერი და ნაცრისფერი, ასევე მალაქიტი, ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, მწვანე და ყვითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი წარმატებების მაუწყებელი გახდება.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისა და ქალწულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და მერწყულს.
