მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი რჩეულთან ერთად საქართველოსა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ ხშირად მოგზაურობს. ამის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას კი ინსტაგრამზე ამ ბოლო დროს აქტიურად აქვეყნებს.
ნინუცამ და მისმა შეყვარებულმა ბარსელონაში იმოგზაურეს და ვოიაჟის ფოტოები მსახიობმა გამომწერებსაც გაუზიარა.
მსახიობის გულშემატკივრები წყვილისთვის კომპლიმენტებს არ იშურებენ.





